კანიე ვესტი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

Getty Images

ჰიპ-ჰოპ არტისტი, პროდიუსერი და დიზაინერი, კანიე ვესტი, 2020 წლის არჩევნებში აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

კანიე ვესტმა ამის შესახებ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს Twitter-ზე დაწერა.

"ჩვენ ხორცი უნდა შევასხათ ამერიკის დაპირებას ღმერთის ნდობით, ჩვენი ხედვების გაერთიანებით და მომავლის შენებით.

აშშ-ს პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ! #2020VISION." - წერს კანიე ვესტი.

არტისტის პოსტს გამოეხმაურა Tesla-ს დამფუძნებელი, ელონ მასკი და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს." - სწერს მასკი ვესტს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანიე ვესტი პოლიტიკაში ჩაბმის სურვილს გამოხატავს. ამის შესახებ მან 2019 წლის ნოემბერშიც ილაპარაკა.

"როდესაც 2024 წელს პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ, ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნით, რომელთაც მე არ ვმართავ." - თქვა კანიე ვესტმა.

კომენტარები