კორონავირუსი საქართველოში

როგორ მოვიქცეთ ზღვაზე - Covid 19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

ტაბულა

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ზღვის სანაპირო ზოლისთვის რეკომენდაციები განსაზღვრა. დოკუმენტი ეხება როგორც დამსვენებლებს, ისე ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს და სავაჭრო ობიექტებს.

ძირითადი რეკომენდაციები: 

  • პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა.
  • უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში.

სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვეთ:

  • ხელთათმანებით;
  • სახის დამცავი ფარით/ნიღბით;

პლაჟის ტერიტორიაზე არსებულმა ყველა ინფრასტრუქტურულმა ობიექტმა იხელმძღვანელოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით.

ვალდებულებები საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის (საზღვაო ტრანსპორტი, შეზლონგი/ქოლგა, სკუტერი, ველოსიპედი და სხვ)

  • უზრუნველყავით დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების შემთხვევაში აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
  • უზრუნველყავით დასაქმებულები სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელთამანები;
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე);
  • აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;
  • წყლის ტრანსპორტის - სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით;
  • დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის

  • ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით; 
  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია

  • ნიღაბი;
  • ერთჯერადი ხალათი
  • სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
  • თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

დასაქმებულთა ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
  • სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
  • გამოიყენეთ, სულ მცირე, 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:

  • დაიცავით ამ რეკომედაციით განსაზღვრული და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესები.
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.

კომენტარები