რუსული ოკუპაცია

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა სამეგრელოდან ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა გაიტაცეს სამეგრელოს სოფელი რიყის მკვიდრი. 

უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

მათივე ცნობით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კაცის დაკავებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ოჯახის წევრების თქმით, მათ გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგზრდა კაცი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის. 

კომენტარები