ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 706 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

armenpress.am

სომხეთში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 484-მდე გაიზარდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID 19-ით დაავადებული კიდევ 158 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 28 606 ადამიანს დაუდასტურდა.

COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა 205 პაციენტი, სულ კი ვირუსისგან 16 140 ადამიანი განიკურნა. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 11 824 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები