კრიმინალი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი კაცი შეიყვანეს

flickr.com

გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს. 

როგორც ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. მისი თქმით, მას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებელი. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები