ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020

მაღალი სიცხის გამო, ორი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ დაუშვეს

facebook.com/www.naec.ge

მაღალი სიცხის გამო ორი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ დაუშვეს. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო.

"გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა და მაღალი სიცხის გამო არ დაიშვა ორი აბიტურიენტი. ხვალ, 7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება". –აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობები, ცენტრის პერსონალის ვალდებულებები და გამოცდაზე ქცევის წესები წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები