კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია ახალ შემთხვევებზე: ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში ამ დროისთვის 24 პაციენტი მკურნალობს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია. 

"არცერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება ამ დღეების განმვალობაში. მათი უმეტესი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია". – ამბობს ეზუგბაია. 

ის ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები ძალიან მინიმალურია. 

დღეს, 6 ივლისს, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 953 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 830 ადამიანი, გარდაიცვალა – 15.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 108 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები