წყალდიდობა იაპონიაში

იაპონიაში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულ კიუშიუზე ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და ღვარცოფების გამო 21 ადამიანი დაიღუპა. ხოლო 13 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 200 000 ადამიანი ევაკუირებულია. 

იაპონიის მთავრობის უფროსი მდივნის, იოშიჰიდე სუგას ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალების 40 000 წევრია ჩართული. საევაკუაციო ცენტრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აქტიურად არიგებენ სადენზიფექციო საშუალებებს და ევაკუირებულ მოსახლოებას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები