სეტ როგენი

ახალი კომედია AN AMERICAN PICKLE-ის ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგ სერვისმა HBO Max ახალი კომედიის, An American Pickle-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სურათის მთავარი გმირი აღმოსავლეთევროპელი ემიგრანტი, გერშელ გრინბაუმია, რომელიც 1920 წელს ოჯახთან ერთად ამერიკაში ჩამოდის. ქარხანაში მუშაობისას გრინბაუმი დამარილებული კიტრის კასრში ჩავარდება. გმირი 100 წლის შემდეგ თანამედროვე ბრუკლინში იღვიძებს და თავის ერთადერთ შთამომავალს, პროგრამისტ შვილთაშვილს პოულობს.

ბრენდონ ტროსტის მიერ გადაღებულ ფილმში გრინბაუმისა და მისი შთამომავლის როლს კომიკოსი სეტ როგენი ასრულებს. პროექტი საიმონ რიჩის იგივე სახელწოდების რომანს ეფუძნება. 

ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კომენტარები