კორონავირუსი აშშ-ში

41 წლის ასაკში მსახიობი ნიკ კორდერო კორონავირუსით გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: Hollywood Reporter

41 წლის ასაკში კანადელი მსახიობი ნიკ კორდერო ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

კორდერო წლების განმავლობაში ბროდვეის ერთ-ერთ გამორჩეული მსახიობი იყო. 2014 წელს დადგმა Bullet Over Broadway-ში შესრულებული როლისთვის Tony-სა და Drama Desk-ის ნომინაცია მიიღო. შესრულებული აქვს მეორეხარისხოვანი როლები სატელევიზიო სერიალებსა და მხატვრულ ფილმებში.

მსახიობი პირველადი სიმპტომებით საავადმყოფოში მარტში დააწვინეს, კორდერო სიცოცხლისთვის 95 დღის განმავლობაში იბრძოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები