შავი ჭირი

ჩინეთში შავი ჭირის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

Reuters

ჩრდილოეთ ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული და იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა, რომლებიც, შესაძლოა, ინფექციის პოტენციური მატარებლები იყვნენ. 15 წლის პაციენტს შავი ჭირის სიმპტომები ვირზაზუნაზე ნადირობის შემდეგ დაუდგინდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

რამდენიმე დღის წინ შავი ჭირის შემთხვევები მონღოლეთშიც დაფიქსირდა. მონღოლეთმა რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონი კარანტინში მოაქცია. შავი ჭირის ინფექციის სავარაუდო მიზეზი გახდა ვირზაზუნას ხორცის ჭამა. ქვეყნის ზოონოზურ დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ დაავადება ორ ადამიანს ხოვდის პროვინციაში დაუდგინდა. მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულები 27 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი არიან.

2019 წლის მაისში მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი ასევე შავი ჭირის გავრცელების გამო ჩაკეტა. 2019 წლის ინციდენტის დროს ცოლ-ქმარი ვირზაზუნას ხორცის ჭამის შემდეგ დაიღუპა.

მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა 50 000 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ინფექციისგან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი კვდება.

კომენტარები