სპეცრეისები

ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად სპეცრეისები დაინიშნა - განრიგი

Daily Mail

ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად სპეცრეისები დაინიშნა. განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში სპეცრეისებს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • 13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი - ვარშავა - თბილისი;
  • 15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა - ქუთაისი - ბარსელონა;
  • 17 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი - რომი - თბილისი;
  • 22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი - პარიზი (ბოვე) - ქუთაისი;
  • 28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი - ათენი - ქუთაისი

"ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები