ამინდის პროგნოზი

შესაძლოა, 42 გრადუსამდე დაცხეს, 8 ივლისიდან შედარებით აგრილდება - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 ივლისამდე გაგრძელდება. 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, 40, 42-ს, მთიან რაიონებში – 35, 37-ს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.

"აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში – 34, 39, მთიან რაიონებში კი – 29, 34 გრადუსი იქნება". – აცხადებს გარემოს სააგენტო და აღნიშნავს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს". – აცხადებს სააგენტო.

კომენტარები