ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 330 პირი

armradio.am

გასულ კვირასთან შედარებით, სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 330 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 28 936 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 491-მდე გაიზარდა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID 19-ით დაავადებული კიდევ 159 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა 162 პაციენტი, სულ კი ვირუსისგან 16 302 ადამიანი განიკურნა. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 11 984 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები