კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი

CNN

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

ამჟამად საქართველოში COVID-19-ის 105 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები