დალაი ლამა

დალაი ლამამ 85-ე დაბადების დღეზე პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ თავის 85-ე დაბადების დღეზე პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

ალბომში 11 კომპოზიციაა შესული, რომლებიც ბუდისტურ სწავლებებსა და მანტრებს მოიცავს.

"მუსიკას გააჩნია ის ძალა, რომ წაშალოს განსხვავებები ჩვენ შორის და დაგვაბრუნოს ნამდვილ – სიყვარულით სავსე ბუნებაში.

ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, რომ ვიმსახურო იმდენი, რამდენიც შემიძლია. მუსიკა დაეხმარება ადამიანებს ისე, როგორც მე ვერ ვეხმარები". – თქვა დალაი ლამამ.

ალბომს Inner World ჰქვია და მასზე დალაი ლამა 2015 წლიდან მუშაობს. სულიერ ლიდერს ალბომის ჩაწერაში მუსიკოსი წყვილი – ჯუნელე და აბრაამ კუნინები დაეხმარნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები