კრიმინალი

ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა". – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=25&v=AmYnX40ZXig&feature=emb_logo]

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები