კალათბურთი

შენგელია მოსკოვის ცსკა-ზე: იმედი მაქვს, გადასვლით ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

0 კომენტარი
ფოტო: Alexander Imedashvili

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის საკალათბურთო გუნდში, ცსკა-ში მის სავარაუდო გადასვლაზე იმედთან საუბრობს. შენგელია ამბობს, რომ იმედი აქვს, მისი გადაწყვეტილებით ქართველი ხალხის მისდამი დამოკიდებულება არ შეიცვლება.

"ოფიციალურად არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჯერ ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. ინტერესის დონეზე იყო ცსკა-დან. მათ ვთხოვე, რომ ეს პერიოდი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ამ ტურნირზე მთლიანად მობილიზებული ვყოფილიყავი. რამდენიმე დღეში ალბათ გადაწყდება, რა მოხდება. ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ინტერესი მოდის როგორც მწვრთნელისგან, ასევე პრეზიდენტისგან. 

ამ გუნდში გადასვლით, ან არგადასვლით ჩემი დამოკიდებულება ქვეყანაზე და ჩემ ხალხზე ერთი წამითაც არ იცვლება, არანაირად არ იცვლება და იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმსა და სიყვარულზე სამშობლოს მიმართ რამე ახსნა-განმარტებები დავიწყო, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, სიმართლე გითხრათ". – ამბობს შენგელია. 

თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე მედიაში ინფორმაცია რამდენიმე კვირაა ვრცელდება. შენგელია ამ დროისთვის ესპანურ ბასკონიაში თამაშობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები