ჰოლი ბერი

ჰოლი ბერიმ კრიტიკის შემდეგ ტრანსგენდერი ადამიანის როლზე უარი თქვა

Variety

რამდენიმე დღის წინ ჰოლი ბერიმ სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლებთან შეხვედრისას ახალ როლზე ისაუბრა.

"ახალ პროექტში ქალს ვითამაშებ, რომელიც სქესს იცვლის, ჩემთვის ეს როლი დიდი პატივი და გამოცდილებაა". – ამბობს LGBTQ თემის აქტიური მხარდამჭერი მსახიობი.

ბერის განცხადებას საზოგადოების ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოყვა. უფლებადამცველების აზრით, მსგავს პროექტებში როლები ტრანსგენდერმა ადამიანებმა უნდა შეასრულონ. 

მოგვიანებით მსახიობმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიში მოიხადა და ახალ როლზე უარი თქვა.

კომენტარები