ელაიჯა ვუდი

ელაიჯა ვუდმა ბელარუსში დაპატიმრებულ ოპოზიციის ლიდერებს მხარი დაუჭირა

MTV

ბეჭდების მბრძანებლის ვარსკვლავი, მსახიობი ელაიჯა ვუდი ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

"წავიკითხე თქვენ შესახებ და მინდა ძლიერები იყოთ. იმედი მაქვს, ციხიდან მალე გამოხვალთ და ეს ისტორია წარსულს ჩაბარდება". – ამბობს მსახიობი ვიდეომიმართვაში.  

18 ივნისს პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო და მისი შვილი ედუარდი სამართალდამცველებმა დააკავეს. ოპოზიციის ლიდერებს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ედება ბრალად. დაკავებას ევროკავშირი და ბელორუსის უფლებადამცველები გამოეხმაურნენ. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები