ჯუდი დენჩი

ჯუდი დენჩი: კარანტინის დროს TIKTOK-მა გადამარჩინა

Channel 4

ბრიტანელმა მსახიობმა, ჯუდი დენჩმა კარანტინში გატარებულ დღეებზე ისაუბრა. 

"TikTok-ის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ჩემი შვილიშვილი სემია ამ დარგის სპეციალისტი, რომელიც ვიდეოების გადაღებისას ძალიან მომთხოვნი რეჟისორი აღმოჩნდა. ყოველი დღე ძალიან მოსაწყენი იყო, იღვიძებ, არ იცი კვირის რა დღეა, ფიქრობ რა აკეთო, თან დიდი არჩევანიც არ გაქვს. TikTok-მა გადამარჩინა". – ამბობს მსახიობი.

დენჩს საკუთარი არხი არ აქვს, მისი მონაწილეობით ვიდოები შვილიშვილის გვერდზე იდება. სემ უილიამსის ანგარიშს ამ დროისთვის 150 000 გამომწერი ჰყავს, სახელოვანი ბებიის პერფომანსებს მილიონ ნახვაზე მეტი აქვს.

კომენტარები