გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმე - Kebab House, რომელსაც შსს-მ ვერ მიაგნო, რუკაზე იძებნება

0 კომენტარი

Kebab House, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს ვერ მიაგნო, რუკაზე იძებნება. 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცელა აუდიოჩანაწერი, როგორ რეკავს შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე 112-ში, ოპერატორს ეუბნება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და სწრაფად მივიდნენ. ბრეგვაძე ამბობს, რომ Kebab House-სთან იმალება, როგორც ის ოპერატორს ეუბნება, მისი მიგნება ტელეფონის ლოკაციის საშუალებითაც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, 112-დან ბრეგვაძეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან Kebab House არ იძებნება.  

მეორე ზარისას ბრეგვაძე ოპერატორს შეტყობინების გაუქმებას სთხოვს, რადგან მანამ, სანამ შსს ადგილზე მივიდა, დაპირისპირება დასრულდა და ტერიტორია ყველამ დატოვა. 

"შეგიძლიათ, გააუქმოთ გადაცემა? მორჩა ყველაფერი, დაიშალა ყველა, წავიდნენ, რაღა აზრი აქვს ახლა რომ მოხვიდეთ". – ეუბნება ბრეგვაძე ოპერატორს. 

გიორგი შაქარშვილის საქმეზე ვრცლად - წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები