ჩინეთი

ჩინეთში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებიც გადაჰყავდა, წყალსაცავში გადავარდა

globaltimes.cn

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, კუეიჭოუს პროვინციაში ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა. ავტობუსის მგზავრებს შორის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა 18 მგზავრის გადარჩენა მოახერხეს, ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მგზავრობდა ავტობუსით. ასევე უცნობია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყლიდან ამოტანილ ავტობუსში მგზავრები არ ყოფილან.

 

კომენტარები