ცოფი

თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა, 2020 წელს ჯამურად - ხუთს

Reuters

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს გამოუვლინდა. ცოფი ე.წ. მაწანწალა ძაღლს ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაუდასტურდა.

"მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადავიყვანეთ ძაღლი, რომლის ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ ცოფის ვირუსის გამოსავლენად პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.

მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა". –აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

კომენტარები