მსოფლიო

5 დღეში Tesla-ს კაპიტალიზაციის ზრდამ Ford-ის, GM-ის და Fiat-ის ჯამურ მოცულობას გადააჭარბა

ილონ მასკი
Reuters

ელონ მასკის მიერ დაარსებული ავტომწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 5 დღეში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სამი დიდი ავტომწარმოებლის ღირებულებაა. 

ბოლო დღეებში Tesla-ს მოცულობა დღიურად საშუალოდ 14 მილიარდი დოლარით იზრდებოდა, ზრდამ ჯამურად 70 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც საგრძნობლად აღემატება Ford-ის, General Motors-ისა და Fiat Chrysler-ის ჯამურ საბაზრო მოცულობას.

ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში Tesla-ს კაპიტალიზაცია General Motors-ის მოცულობას საგრძნობლად ჩამორჩებოდა. კომპანიის მიმართ ენთუზიაზმის ზრდა გასული კვარტლის მაჩვენებლებმა განაპირობა. 

კერძოდ, 2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 90 650 ავტომობილი გაყიდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს დაახლოებით 8 000-ით აღემატება. 

წლის დასაწყისიდან დღემდე, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 170 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. 

კომენტარები