ძალა ერთობაშია

ბარამიძე: ძალა ერთობაშიამ პრემიერის და ჩარკვიანის კანდიდატურები ჩვენს ზურგს უკან დაასახელა

ტაბულა

"სამწუხაროდ, ძალა ერთობაშიას შიგნით მოხდა ერთი-ორი ისეთი ფაქტი, რომელიც ნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის ფაქტობრივად იგნორირებას". – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ერთი, ვგულისხმობ პრემიერობის კანდიდატობის დასახელებას ჩვენს ზურგს უკან და მეორე, ასევე ჩვენთან შეუთანხმებლად, თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის დასახელებას, ეს ჩვენთან პირად საუბრებშიც კი არ უთქვამთ, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ყველას აქვს უფლება, ისე იმოქმედოს, როგორც უნდა, უბრალოდ ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული ხარვეზები ძალიან მკაფიოდ დავინახეთ". – თქვა ბარამიძემ.

ენმ-ის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია არ აპირებს მუშაობის შეწყვეტას, რომ "უფრო დიდი ერთობის ჩამოყალიბება მოხერხდეს, ვიდრე იყო და არის ძალა ერთობაშია". ამ მიმართულებით ურთიერთობას ყველა პარტიასთან აპირებს, ვინც მზად იქნება თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ძალა ერთობაშიას 7 ივლისის შეხვედრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებია. გაერთიანება ენმ-ს პარასკევამდე აძლევს დროს, გადაწყვიტოს, რას აპირებს არჩევნებზე. ძალა ერთობაშიას შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდებლად გამარჯვებს ვერ მოიპოვებს. 

 

კომენტარები