კრიმინალი

POG: ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვამ ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა, 6 წელი მიესაჯა

UN WOMEN

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ. დ. დამნაშავედ ცნო. სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა.

"დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ. დ.-მ ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა. 

სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა". –აცხადებს პროკურატურა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ. დ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები