რინგო სტარი 80

რინგო სტარის დაბადების დღის კონცერტზე პოლ მაკარტნიმ და სხვა მუსიკოსებმა იმღერეს

Bild

7 ივლისს ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ The Beatles-ის ყოფილი წევრი, რინგო სტარი 80 წლის გახდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სტარმა დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ონლაინ, Youtube-ის არხზე გამართა. 

ჩვენებიდან შემოსული თანხა კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მოძრაობას Black Lives Matter-ს, დევიდ ლინჩის ფონდს გადაერიცხა.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა იუბილარის გარდა პოლ მაკარტნიმ, ჯო ველშმა, ბენ ჰარპერმა, დეივ გროლმა, შერილ ქროუმ, ჯეფ ბრიჯესმა, ელვის კოსტელომ, ვილი ნელსონმა და სხვა ვარსკვლავებმა მიიღეს. 

კომენტარები