გიორგი შაქარაშვილის საქმე

IPN: ავთო ბილანიშვილი, მეტსახელად კაწრო, გამოკითხვაზე დაიბარეს

avto bilanishvili/facebook

ავთო ბილანიშვილი, მეტსახელად კაწრო, გამოკითხვაზე დააიბარეს.

ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. ტაბულა შსს-სთან ინფორმაციას აზუსტებს.

მთავარი არხი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ საქმეში ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც, თავის მხრივ, ქართული ოცნების ხელისუფლება ხელს აფარებს, ვინაიდან ის ბერას ახლო მეგობარია.

რამდენიმე მედიის მიერ ჩატარებული გამოძიებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა ჩნდება – თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის მეგობარს და შემთხვევის მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ შეხვდა, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს.

კადრები თავდაპირველად ტელეკოპანია ფორმულამ მოიპოვა, შემდეგ კი სხვა მედიებმაც გაავრცელეს. გამოძიება არც მესამე მანქანაზე საუბრობს და არც ეს კადრები უხსენებია.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა – ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ნ. ჟ, რომელიც რკინის ხელკეტით იყო შეირაღებული.

კადრებში ჩანს, რომ ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე.

კომენტარები