საგანგებო: სვანეთში, სოფელ ხაიშთან, ცეცხლის 4 კერიდან 3 ლიკვიდირებულია, 1 ლოკალიზებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ერთი კერა ლოკალიზებულია. სამუშაოები ოთხი დღეა მიმდინარეობს. 

სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. უწყების ცნობით, ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.  

"დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს მონიტორინგი", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები