კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 12 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 12 მილიონს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელდა 7 070 199 და გარდაიცვალა 552 121 ადამიანი.

აქტიური 4 548 520 შემთხვევიდან 1%-ის, 58 278 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

რაოდენობრივად კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული (3 158 932) და გარდაცვლილი (134 862) აშშ-ს ჰყავს. მას მოსდევს ბრაზილია და ინდოეთი. 

ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა ჩაატარეს. 

კომენტარები