მუხრანი

მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს. 

შემთხვევა 7 ივლისს მოხდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა საკუთარ სახლში მამასა და ბაბუას სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

გ.ო-ს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ედება, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. 

კომენტარები