კორონავირუსი საქართველოში

უმუშევრად დარჩენილთათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 31 ივლისს დასრულდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ადამიანებს, ვინც სამსახური პანდემიის გამო დაკარგა ან თვითდასაქმებული იყო, კომპანსაციის მისაღებად ვადა პირველ აგვისტომდე გაუხანგრძლივდებათ.

"ჩვენ გვქონდა გარდა დარგობრივი დახმარებისა, სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მათთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან მათთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ და ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს.

მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ლ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა იქნება გაგრძელებული 1 აგვისტომდე. თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდეგ წელს გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ჩვენ კარაგდ გვესმის, დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა, სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ, რომლებსაც კრიზისის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი", - ამბობს გახარია. 

მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარადგინა. რომლის მიხედვითაც, უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულები კი ერთჯერადად 300 ლარს. თუმცა თვითდასაქმებულებს აუცილებლად სჭირდებათ რამე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, მძღოლები ან ძიძები დახმარებას ვერ მიიღებენ.

კომენტარები