თორნიკე შენგელია

შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ

0 კომენტარი
ფოტო: Alexander Imedashvili

საქართველოს საკლათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. შენგელიამ რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი. რუსულმა კლუბმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. "გელოდებით მოსკოვში". – წერია მოსკოვის ცსკა-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

თორნიკე შენგელიას თქმით, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და, იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ". – შენგელიას კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

არხის ცნობით, სრულ ინტერვიუს საქართველოს საკლათბურთო ნაკრების კაპიტანთან მაყურებელი ხვალ, 10 ივლისს, მოისმენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები