ჰელოუინი

ახალი ჰელოუინის ტიზერი გამოვიდა

Den of Geek

საშინელებათა ჟანრის საკულტო ფრენჩაიზს კიდევ ერთი ფილმი შეემატება. Halloween Kills ორი წლის წინ გადაღებული სურათის პირდაპირი გაგრძელება იქნება. კინოსტუდია Universal-მა მომავალი ფილმის ტიზერი გამოაქვეყნა.

გაგრძელებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება ფრენჩაიზის ყველაზე ცნობილი პროტაგონისტი ლორი სტროუდი, რომელსაც უცვლელად ჯემი ლი კერტისი ითამაშებს.

თავდაპირველად ახალი ჰელოუინის პრემიერა 2021 წლის 15 ოქტომბერს იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაღების პროცესი გაჭიანურდა. სტუდიის ვარაუდით, სურათი კინოგაქირავებაში 2022 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება.

 

კომენტარები