ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში - 535

armradio.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სომხეთში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავცელებიდან დღემდე ვირუსულ ინფექციას 535 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 170 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა COVID 19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელიც, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 526 პირს დაუდასტურდა. სულ ვირუსით 30 346 ადამიანი დაინფიცირდა. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 11 641 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები