კორონავირუსი საქართველოში

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

Naec,ge

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, ცხრა აბიტურიენტსა და ერთ დამკვირვებელს, რომლებიც საგამოცდო სივრცეში ინფიცირებულ აპლიკანტთან ერთად იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, საგამოცდო ცენტრის საკარანტინე ზონაში გადაიყვანენ - მათ ყველა გამოცდის წინ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობები, ცენტრის პერსონალის ვალდებულებები და გამოცდაზე ქცევის წესები - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები