ტელევიზიები

TI: 2019 წელს სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი ტვ იმედი გახდა

stlucianewsonline.com

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა ანგარიში 2019 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესახებ.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 8.2 მილიონი ლარით, ანუ 10.9%-ით შემცირდა.

გამჭვირვალობის თანახმად, ტვ იმედი სარეკლამო შემოსავლების მხრივ ბაზრის უპირობო ლიდერი გახდა. იმედმა, ჰოლდინგში შემავალ ტელევიზიებთან ერთად, მთლიანი სარეკლამო შემოსავლების 42.8% მიიღო. მეორე ადგილზეა რუსთავი 2  მთლიანი შემოსავლების 32.8%-ით, ხოლო მესამეზე ტვ პირველი 5.6%-ით.

სწორედ რუსთავი 2-ს ჰქონდა ყველაზე დიდი დანაკარგი შარშან - ტელევიზიის სარეკლამო შემოსავლები 8.3 მილიონით, ანუ 27.2%-ით შემცირდა.

სარეკლამო შემოსავლების კლების მიუხედავად, 2019 წელს ტელევიზიების შემოსავლები 13.9%-ით გაიზარდა, რის მიზეზიც მთავარი არხისა და ფორმულას მფლობეების მიერ შემოწირულობის სახით გაღებული თანხებია.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებს მძიმე დარტყმა მიაყენა ახალი კორონავირუსის პანდემიამ. განსაკუთრებით იზარალეს რეგიონულმა და ისეთმა ტელევიზიებმა, ვისაც ძირითადად ქართული კომპანიები უკვეთავენ რეკლამებს.

 

კომენტარები