შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ტაბულას ინფორმაცია უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში ამბობენ, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ არის დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არიის.