ძაღლები

ტაბახმელაში ჰასკის ჯიშის ძაღლმა 5 წლის ბავშვი გველის კბენას გადაარჩინა

Facebook.com/Vakhtang Lomjaria

ტაბახმელაში ჰასკის ჯიშის ძაღლმა 5 წლის ბავშვი გველის კბენას გადაარჩინა - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი, ვახტანგ ლომჯარია წერს.

ის ყვება, რომ ძაღლი გველს ეზოში გამოჩენისთანავე თავს დაესხა, თუმცა გველმა მისთვის კბენა მაინც მოასწრო. მიუხედავად ძაღლი მდგომარეობის სიმძიმისა, ცხოველის გადარჩენა მოხერხდა.

"დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.

წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც, ჩვენდა გასაოცრად, ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ, გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.


მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა, სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ." - წერს ლომჯარია.

კომენტარები