კორონავირუსი საქართველოში

გამოვლენილია კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამურად შემთხვევათა რაოდენობა 981 გაუტოლდა. პარალელურად ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი და მათმა საერთო რაოდენობამ 851 შეადგინა.

ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 4851 პირი, ხოლო სამკურნალო დაწესებულებებში - 231 მოქალაქე. პანდემიის დაწყების მომენტიდან ახალი დაავადებით საქართველოში სულ 15 ადამიანი გარდაიცვალა. 

მსოფლიოში კორონაივირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 559 ათასი პაციენტი.

კომენტარები