უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

ილონ მასკი
Reuters

SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში უორენ ბაფეტს გადაასწრო და ამ დროისთვის რეიტინგის მეშვიდე ადგილს იკავებს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, პარასკევს, სავაჭრო დღის დასრულებისთვის მასკის ქონება 6.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Tesla-ს აქციები 11%-ით გაძვირდა. მასკის ქონება ამ დროისთვის 70 მილიარდ დოლარს აღემატება. 

უორენ ბაფეტის ქონება მას შემდეგ შემცირდა, რაც მსოფლიოს უმსხვილესმა ინვესტორმა ქველმოქმედებისთვის 2.9 მილიარდი დოლარი გაიღო. 2006 წლიდან დღემდე, ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის 37 მილიარდი დოლარი გაიღო.

ბაფეტის გარდა, მასკმა რეიტინგში ერთდროულად კიდევ ოთხ მილიარდერს გადაუსწრო, მათ შორის, Google-ის დამფუძნებელს, სერგეი ბრინს, Loreal-ის მფლობელს, ბეტანკურ მეიერს და Oracle-ის დამფუძნებელს ლარი ელისონს. 

Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს 269%-ით გაძვირდა. მასკს კომპანიის აქციების დაახლოებით 20% ეკუთვნის. მასკი, ასევე, ფლობს აქციების უმეტესობას მის მიერ დაფუძნებულ SpaceX-ში. მისი წილი კომპანიაში დაახლოებით 15 მილიარდი დოლარითაა შეფასებული.

 

კომენტარები