აფეთქება რუსთავში

აფეთქება რუსთავში – გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი

flickr

რუსთავში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქების შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები