სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი

Anadolu

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით აზერბაიჯანმა მათი სასაზღვრო პოზიციების დაკავება სცადა, რის გამოც ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს. შედეგად, მათ გაბრუნება მოუხდათ და გზაში მანქანა დატოვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა მათი პოზიციის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ მხარეს მსხვერპლი არ არის. აზერბაიჯანში კი განაცხადეს, რომ დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი სამხედრო პირი.

კომენტარები