ავარია აღმაშენებლის ხეივანზე

აღმაშენებლის ხეივანზე 2 მანქანა და ლურჯი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

ტვ პირველი

აღმაშენებლის ხეივანზე ერთმანეთს დაეჯახა ორი მსუბუქი მანქანა და ლურჯი ავტობუსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები