კორონავირუსი მსოფლიოში

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში 13 მილიონს გადააჭარბა

CNN

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში 13 მილიონს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელდა 7 588 094 და გარდაიცვალა 571 660 ადამიანი.

აქტიური 4 881 944 შემთხვევიდან 1%-ის, 58 660 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

რაოდენობრივად კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული (3 413 995) და გარდაცვლილი (137 782) აშშ-ს ჰყავს. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა. 

კომენტარები