კრიმინალი

ხაშურში 73 წლის კაცზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ სამი ახალგაზრდა დააკავა

flickr

სამართალდამცველებმა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ხაშურში სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ხ. ნ., 1991 წელს დაბადებული ს. ნ. და 1986 წელს დაბადებული დ. დ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 1947 წელს დაბადებულ ა. ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა". – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები