ტურიზმი

მთავრობა: ჩვენს მოქალაქეებს მოსახლეობასთან მეტი კონტაქტი აქვთ, ამიტომ ვუწესებთ კარანტინს

0 კომენტარი

კითხვაზე, რატომ არის სავალდებულო კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მიზეზად "მაქსიმალურ ზრუნვას" ასახელებს. მთავრობამ  საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები გაავრცელა. 

"სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია, რომ, არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.

საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით". – აცხადებს საქართველოს მთავრობა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა.

გამონაკლისს უშვებენ საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიტვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ან ორმაგ მოქალაქეობას. 

"ზემოთჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.". – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, ან თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია სხვა ქვეყნებში, მაშინ მან 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი საკუთარი ხარჯით უნდა გაიაროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები