მანჩესტერ სიტი

საარბიტრაჟო სასამრთლოს გადაწყვეტილება - მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მანჩესტერ სიტის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში თამაში შეეძლება, ხოლო 30 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა 10 მილიონამდე შემცირდება. 

UEFA-მ მანჩესტერ სიტი თებერვალში 2012-2016 წლებში ფინანსურად სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა და ოცდაათი მილიონი ევროთი დააჯარიმა. კლუბმა გადაწყვეტილება შვეიცარიაში, ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. 

პრემიერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მანჩესტერ სიტის 72 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში მათ მადრიდის რეალი გასვლაზე, ანგარიშით 1:2 დაამარცხეს. საპასუხო შეხვედრა აგვისტოში გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები