კიბერთავდასხმა ბუნდესტაგზე

გერმანიას რუსული თავდასხმისთვის ევროკავშირის კიბერსანქციების გამოყენება პირველად სურს

0 კომენტარი

გერმანიის მთავრობა გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის კიბერსანქციები დაეკისროს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც 2015 წელს ბუნდესტაგზე განხორციელებულ თავდასხმაზე აგებენ პასუხს.

შეთანხმების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ევროკავშირი 2017 წელს მიღებულ კიბერსანქციების მექანიზმს გამოიყენებს.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2015 წელს ბუნდესტაგზე თავდასხმის უკან რუსული სადაზვერვო სამსახურები იდგა. თავდასხმის შედეგად ბუნდესტაგის ქსელიდან მოიპარეს 16 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია, მათ შორის, კანცლერ ანგელა მერკელის ათასობით ელექტრონული წერილი.

მაისში გერმანიის პროკურატურამ დაკავების ორდერი გამოსცა რუსეთის მოქალაქე დმიტრი ბადინის წინააღმდეგ, რომელიც თავდასხმაშია ბრალდებული და, გამოძიების თანახმად, ჰაკერული ჯგუფის, APT28-ის წევრია. ამასთან, გერმანელ სამართალდამცველებს მიაჩნიათ, რომ თავდასხმაში ჩართული იყო ГРУ-ც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები